გიმნაზია „აია-ჯესსის“ მეწარმეობის კლუბის წევრები მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატის მფლობელები გახდნენ
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მეწარმეობის კლუბის წევრები მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატის მფლობელები გახდენენ. ანა ბარაბაძემ, ანი ბერულავამ, ნია კვარაცხელიამ, ლუკა ონიანმა, გიორგი ქარდავამ და მარიამ საღირაშვილმა სამეწარმეო კომპეტენციების დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს!
მეწარმეობის კლუბის ფარგლებში, გიმნაზიის მოსწავლეები, ხელმძღვანელის – მარიამ ნაჭყებიას დახმარებით, საბაზისო მეწარმეობის თეორიულ კურსს ეცნობიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც წარმატებით ნერგავენ.
ნორჩი მეწარმეების მიერ ჩამოყალიბებული კომპანია FullSpring, JA საქართველოს მიერ ორგანიზებულ “წლის მოსწავლეთა კომპანია 2023“ – ის ფინალში მოხვდა. მათი ბიზნეს იდეა ეკო-მეგობრულ კონცეფციას ემყარება და მომხმარებლებს გადამუშავებული მაკულატურისგან დამზადებულ ხელნაკეთ პროდუქციას სთავაზობს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS