გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში მოხალისეობდნენ ესპანეთში
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები იტალიელ, გერმანელ, ბელგიელ და ლატვიელ ახალგაზრდებთან ერთად 10 დღის განმავლობაში მოხალისეობდნენ ესპანეთში, კერძოდ გრანადაში დაფუძნებული ფონდისთვის, რომელიც სოციალურად დაუცველების, ახალგაზრდა ემიგრანტებისა და საზოგადოებისგან გარიყული მოზარდების, დედებისა და ბავშვების თავშესაფარი და მომავალი ინტეგრაციის საწყისი წერტილია.
სოციალური, სამოქალაქო და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით აღსავსე აიაჯესსელებმა შეისწავლეს ხელსაქმე: კერვა, კერამიკაზე მუშაობა ხალიჩების, წიგნაკების დამზადება რესურსების გადამუშავება და ნარჩენების ხელახალი გამოყენება დაამზადეს ნივთები ფონდის მიერ შექმნილი საქველმოქმედო მაღაზიისთვის, მოუარეს ბოსტანს ისწავლეს მზის ენერგიაზე მომუშავე სამზარეულოში ფუსფუსი და მაცხოვრებლებს ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდნენ.
მოხალისეობრივი პროექტები მოსწავლეებში ავითარებს პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, რაც ძერწავს არა მხოლოდ აკადემიურად წარჩინებულ, ამავდროულად, თანამგრძნობ, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე, ძლიერ პიროვნებებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS