25 სექტემბერი, 2023 09:50
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები ბერლინში – Future League კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მასწავლებლები: თამარ ტურაშვილი და ნინო აბესაძე, მოსწავლეებთან ერთად, სრული დაფინანსებით, ბერლინში – Future League კონკურსის ფინალურ ეტაპზე გაემგზავრებიან!
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელმა – Science on Stage ევროპამ საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა თემაზე „მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვა STEM გაკვეთილებზე“, რომელშიც სკოლის პედაგოგები: თამარ ტურაშვილი და ნინო აბესაძე “აიას ბიოლოგებთან” და სტემ კლუბთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.
წარადგინეს ერთობლივი პროექტი „მომავლის სკოლა“, რომელმაც გაიმარჯვა, ევროპის საუკეთესო 10 სკოლას შორის მოხვდა და გუნდს ბერლინის საგზური მოაპოვებინა.
მასწავლებლები, სამ მოსწავლესთან ერთად, 23-24 ნოემბერს სიამაყით წარადგენენ საქართველოს ბერლინში, კონკურსის ფინალურ ეტაპზე!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS