გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები და პედაგოგი ევროპარლამენტს ეწვევიან
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები: მაქსიმე ნაავგუსტი და დავით მამედოვი, მასწავლებელთან – თინათინ ლაღიძესთან ერთად ევროპარლამენტს ეწვევიან.
მათ მონაწილეობ მიიღეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროექტში “ბავშვები თანასწორობისთვის,” სადაცხელმძღვანელის – თინათინ ლაღიძის ხელშეწყობით, 3 ინდივიდუალური პროგრამა წარადგინეს მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.
მაქსიმე ნაავგუსტისა და დავით მამედოვის ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს, პროექტის საბოლოო ეტაპზეც გადავიდნენ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებითა და უნივერსიტეტის 20%-ანი თანადაფინანსებით 4 აკადემიური წლის განმავლობაში.
სერთიფიკატი გადაეცა „აია-ჯესსის“ სკოლის დირექტორს – რუსუდან ბოლქვაძეს, პროექტში ჩართული მოსწავლეების აქტიური დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.
სკოლა მაქსიმე ნაავგუსტის, დავით მამედოვისა და პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის – თინათინ ლაღიძის ევროპარლამენტში ვიზიტს და მათ მიერ გაწერილი 6 თვიანი პროექტის ხარჯებს სრულად დააფინანსებს.
-
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS