3 აპრილი, 2023 11:58
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეთა კლუბები, აიას ბიოლოგები და აიას ქიმიკოსები, ხელმძღვანელებთან – თამარ ტურაშვილთან და ნინო გარუჩავასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა – ქეთევან კუპატაძემ სამეცნიერო ლექცია გამართა „ყველაფერი შაქრის შესახებ,“ სადაც მოსწავლეებს საინტერესო ექსპერიმენტებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.
ლექციაზე ქალბატონმა ქეთევანმა აუდიტორიას გააცნო თუ რას ფიქრობდა შაქარზე ავიცენა, როდის მიირთმევდნენ ევროპის მეფენი მას, როგორ გავრცელდა შაქარი, რა თვისებები აქვს,რა საერთო აქვს მარილთან და რითი განსხვავდება თაფლისგან, რა ემართება ჩვენს ორგანიზმში და როგორ ამოვიცნოთ დაფარული შაქარი პროდუქტების ეტიკეტში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS