გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები ლიეტუვის ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში ჩაერთვნენ
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა :ანა ბარაბაძემ, ანდრია ქელეხსაევმა, ანი ბერულავამ, ანი კოჩალიძემ, ბექა დევიძემ, ნია კვარაცხელიამ, ნიკა სიხარულიძემ, საბა ფიფიამ და ლუკა ონიანმა, ლიდერთან – ნათია მჭედლიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროექტში “Trading my own path – less waste, less stuff, sustainable living.”
ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი ლიეტუვაში 17-26 ივნისს გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების, კულტურული და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას, გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სოციალური ინტერესის გაზრდასა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.
გარემოზე ზრუნვა და ნარჩენების ეფექტური მართვა გემნაზიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ვილნიუსში, ახალგაზრდულ გაცვლით პროექტზე შეძენილ ცოდნას ჩვენი მოსწავლეები თანატოლებს აუცილებლად გაუზიარებენ და სკოლა მყისიერად დანერგავს სასკოლო ცხოვრებაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS