გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ინგლისში იმყოფებიან
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით ინგლისში იმყოფება.
ინგლისში მოგზაურობის ემოციებს აზიარებს, აია-ჯესსელი მარიამ ზოიძე, რომლის წერილს სკოლა საკუთარი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს.
“სიტყვებით გადმოცემა ნამდვილად გამიჭირდება, რომ აღვწერო ეს ორი კვირა რაც ინგლისში გავატარეთ. საინტერესო, შემეცნებითი და ძალიან დადებითი ემოციებით სავსე მოგზაურობა გამოგვივიდა მთელ ჯგუფს. თითოეულ ჩვენთაგანს მოგვეცა საშუალება უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი, შეგვეძინა უცხოელი მეგობრები, გავცნობოდით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და რაც მთავარია, გაგვევლო 2 კვირიანი ენის კურსი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩვენი ინგლისელი მასწავლებლები, რომლებმაც ძალიან მცირე დროში შეგვაყვარეს თავი. ვფიქრობ, თითოეული დღე რაც იქ გავატარეთ ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. აუცილებლად დავბრუნდები უკან თუ მექნება ამის საშუალება”,- ვკითხულობთ მოსწავლის წერილში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS