13 მარტი, 2023 13:40
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა ამერიკელ თანატოლებს ქართული კულტურა და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს
გიმნაზია „აია-ჯესსის“ ინგლისურის მასწავლებელი, თამარ ლოლიშვილი, Fulbright TEA პროგრამით აკადემიურ სემინარებს ესწრება აშშ-ში, რომლებიც ფოკუსირებულია სწავლების ახალ მეთოდოლოგიაზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, გაკვეთილის დაგეგმვასა და ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვაზე.
თამარ ლოლიშვილისა და მისი პარტნიორი მასწავლებლის ბრაიან შეის ინიციატივით, აია-ჯესსელებმა და Andover High School-ის მოსწავლეებმა, 9 საათიანი სხვაობის მიუხედავად, ერთმანეთი გაიცნეს.
ნია ნორაკიძემ, მარიამ ეკალაძემ, მარიამ წივილაძემ, მარიამ შევერდაშვილმა, დავით გამრეკელმა, ნატალია ქაჯაიამ და თიკა ბოლქვაძემ დამოუკიდებლად მოამზადეს აქტივობები და გაკვეთილების შემდგომ 2 ამერიკულ კლასს გააცნეს ქართული კულტურა და საგანმანათლებლო სისტემა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS