გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა ვალია ვანიშვილს ნივთები და საჭმელი პროდუქტები გადასცეს
7 აპრილს, გიმნაზია „აია-ჯესსის“ ეკოკლუბის ინიციატივით, მოსწავლეებმა ვალია ვანიშვილის სოლიდარობისთვის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, შეგროვებული თანხით მისთვის ნივთები და საკვები პროდუქტები შევიძინეთ.
მოსწავლეები შეეცადნენ, დათა და ვალია ვანიშვილის ამბის პირველი მხატვრული აღმწერები ყოფილიყვნენ და შექმნეს ლიტერატურული დღიურები, სახელწოდებით „დათა პაპას დღიური“, ასევე, წერილები ვალია ვანიშვილისთვის.
23 აპრილს კულმინაციური დღეც დადგა: პროექტში მონაწილე მასწავლებლების ჯგუფი სოფელ ხურვალეთის მავთულხლართისკენ გაემართნენ მარტოდ დარჩენილი ჩვენი დროის გმირის სანახავად.
„მავთულხლართის მეორე მხრიდან, ხურვალეთის ულამაზესი ორღობიდან, ულამაზესი ბებო გამოვიდა ჩვენთან შესახვედრად. დიდხანს გვესაუბრებოდა დათა პაპაზე, მათი სიყვარულის ამბავზე, შვილიშვილებზე და გამძლეობაზე. ჩვენ კი ცრემლს ვერ ვიკავებდით. ვგრძნობდით იმ ძალას, რომლის წინაშე იარაღიც უძლურია.”-აღნიშნავდნენ მოსწავლეები.
პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ნინო ივანიაძე, ჟანა მეგრელიშვილი, ეკა ზაქაიძე, ნონა კიკნაძე, დარეჯან ზარანდია, ნათია დეისაძე, ნათია კახნიაშვილი, გიორგი კაციაშვილი, თინათინ ლაღიძე, ნინია ჯაოშვილი, ანა ჭყონია.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS