გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა
გიმნაზია „აია-ჯესსმა“ პოლონელ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში “ეკო-მზარეული”.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს მშობლიური ქვეყნის სამზარეულო და ეროვნული კერძების მომზადების პროცესში რესურსების დაზოგვაზე იმსჯელეს.
პროექტი მიზნად ისახავდა სამზარეულოში ეკოლოგიური მიდგომების პოპულარიზაციას, კერძოდ, კერძების მომზადების პროცესში ენერგიის, წყლისა და მასალების ზომიერად მოხმარებასა და ხელახალ გამოყენებას.
გაცვლითი პროგრამა მოიცავდა უამრავ თემატურ ვორქშოფს, ეროვნულ საღამოს, ფიზიკურ აქტივობასა და ეკო და გასტრო ტურს პოლონეთის ულამაზეს ქალაქებში.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები გახლდდნენ: ანა ირემაძე, გუგა ხაჭაპურიძე, ლიზი დარჩია, ნია წულაია, ნუცა ჭიჭინაძე, ოთო სუჯაშვილი, საბა კაჭიური,სალომე შამანაური. ლიდერი: სკოლის კურსდამთავრებული, ლიზი ძნელაძე პროექტის კოორდინატორი კი პედაგოგი, თამარ ლოლიშვილი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS