26 თებერვალი, 2024 12:24
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ენების ინტერაქციული “ჯიხურები” წარმოგვიდგინეს.
სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საინფორმაციო ბროშურებს, პრეზენტაციებსა და არტეფაქტებს. ეთამაშათ ვიქტორინები და დასწრებოდნენ ენის სახალისო და მარტივ გაკვეთილებს.
ღონისძიება იყო ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ჩვენი საყვარელი უმცროსკლასელებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესით ათვალიერებდნენ ყველა დეტალს.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია ენობრივი მრავალფეროვნების პატივსაცემად და მულტილინგვურობის ხელშესაწყობად, რადგან ენა კულტურული იდენტობისა და მრავალფეროვანი სამყაროს აუცილებელი კომპონენტია.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS