15 მაისი, 2023 10:07
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა პერფორმანსი ჩაატარეს
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა პერფორმანსი ჩაატარეს. მე-9 ა კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელთან – ნათია კახნიაშვილთან ერთად,1924 წლის აგვისტოს ინსცენირება წარმოგვიდგინეს.
1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის თანამებრძოლებთან – “შეფიცულებთან” ერთად, კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში აჯანყება წამოიწყო.
კარგად დამუშავებული სამხედრო გეგმის მიუხედავად, გადამწყვეტ ბრძოლაში ქაქუცას რაზმი ალყაში მოექცა, თუმცა თავგანწირული ბრძოლით, მეომრებმა ალყა გაარღვიეს და კახეთში გადავიდნენ, სადაც პარტიზანული მოძრაობა გააგრძელეს.
გადარჩენილ “შეფიცულებთან” ერთად, ტყეს შეაფარეს თავი და ოჯახის წევრებს წერილები მისწერეს, სადაც აცნობეს, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS