გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა სკაუტების ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში მიიღეს მონაწილეობა
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებმა: ანანო შევერდაშვილმა, საბა და მარიამ სანაიებმა მონაწილეობა მიიღეს სკაუტების ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში, რომელიც ჩინთში, დუშეთის რაიონში, მდინარე არაგვის ნაპირზე არსებულ ჯადოსნურ კოტეჯებში გაიმართა.
მოსწავლეები მითოლოგიური თავგადასავლის მონაწილეები გახდნენ და მრავალი გარე თამაშით, გამოწვევითა და აქტივობით ძველ საბერძნეთში იმოგზაურეს.
მსგავს ბანაკებში მონაწილეობით, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხელი შეუწყონ კულტურათაშორისი კავშირების დამყარებას, გაიუმჯობესონ სასაუბრო ინგლისური, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და ადაპტაციის უნარები, როლური თამაშების დახმარებით შეისწავლონ მითოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და სხვა მრავალი დარგი და რაც მთავარია შეიძინონ ახალი მეგობრები!
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS