7 თებერვალი, 2023 10:11
გიმნაზია „აია-ჯესსის” მოსწავლეებმა სოციალური პროექტი „აჩუქე ერთი წიგნი“ წამოიწყეს
Green Space და “დიოგენე“ დამეგობრდნენ.
გიმნაზია „აია-ჯესსის” ეკო-კლუბი „მწვანე სივრცე“ გარემოზე ზრუნვის პარალელურად მრავალი სოციალურ პროექტის ინიციატორია.
ერთ-ერთი მათგანია „აჩუქე ერთი წიგნი,“ რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები, ერთიანი ძალისხმევით, საყვარელ წიგნებს აგროვებენ გასაჩუქებლად.
სპონსორობის ფარგლებში, ძალიან მალე, კლუბის წევრები: მაქსიმე ნაავგუსტი და დავით მამედოვი ბოლნისის რაიონში მდებარე სოფელ ნადიხურის ეკო-კლუბს ესტუმრებიან და შეგროვებულ წიგნებს გადასცემენ.
„მწვანე სივრცე“ და გამომცემლობა “დიოგენე“ კიდევ მრავალ აქტივობას განახორციელებენ ერთად.
-
AIA-GESS-ის X კლასის მოსწავლეებმა პიროვნული და აკადემიური განვითარების პორტფოლიოები წარადგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ესპანეთში, ინტენსიურ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„მისია: ნულოვანი ნარჩენი“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივას შეუერთდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS