28 ნოემბერი, 2022 10:23
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლემ Erasmus+ გაცვლით პროექტში მიიღო მონაწილეობა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლემ, თორნიკე ოქრუაშვილმა, ლატვიელ თანატოლებთან ერთად Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მიიღო მონაწილეობა
რუსთავის საერთაშორისო სკაუტურმა ცენტრმა ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს 1-10 ნოემბერს უმასპინძლა.
Open Your Mind and Let Me In პროექტის მთავარ თემას ადამიანის უფლებები და დისკრიმინაცია წარმოადგენდა.
შეხვედრების განმავლობაში მონაწილეებმა დისკუსიების, თიმბილდინგებისა და შემოქმედებითი ვორქშოფების საშუალებით, მკაფიოდ განსაზღვრეს საკუთარი როლი ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში და გაიაზრეს პიროვნების იდენტობის მნიშვნელობა.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი