გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეს „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება – აიელი რაინდი“ მიენიჭა
გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეს, ნიკა ბერიძეს „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება – აიელი რაინდი“ მიენიჭა.
„შეიმეცნე შენი სამშობლო საქართველო“ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მსოფლიოში მიმოფანტულმა ქართველმა მოზარდებმა, საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით მოიძიონ, შეისწავლონ, გაანალიზონ მოკვლეული მასალები უძველესი ქართული ცივილიზაციის შესახებ და აღადგინონ კულტურულ-ისტორიული მეხსიერება.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდები, ასევე, საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები, პედაგოგები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციის იდეის ავტორი გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის დამფუძნებელი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანია, რომელმაც 2019 წელს გიმნაზია „აია-ჯესსის“ დელეგაციას უმასპინძლა ლონდონში.
გიმნაზია მადლობას უხდიას, ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, ეკა კარტოზიას და საორგანიზაციო ჯგუფს ქართველი დიასპორელების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირისა და ახალგაზრდებში ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის.
-
AIA-GESS-ის მე-12 კლასის მოსწავლე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხელოვნების უნივერსიტეტში ჩაირიცხა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„ბედნიერება არჩევანშია” – გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში დედამიწის დღე აღინიშნა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS