GE
12 ოქტომბერი, 2023 10:00

გიმნაზია „აია-ჯესსმა“ ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობის მომორანდუმი გააფორმა

გიმნაზია „აია-ჯესსმა“  უმასპინძლა ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრის „იბერიის“ (Centro Cultural y Educativo Espanol “IBERIA”) – დამფუძნებელს ქეთევან გორგილაძესა და ცენტრის დირექტორს ლანა გვახარიას.

სტუმრები შეხვდნენ სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრებს: ლელა ბოჭოიძესა და ნონა ბოლქვაძეს, ასევე, სკოლის უფროსკლასელებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პერსპექტივები იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სწავლის გააგრძელება სურთ ესპანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ან მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებით არიან დაინტერესებული ესპანეთის სასწავლო ცენტრებში.

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი „იბერიასა“ და სერვანტესის სახელობის სკოლა „აია-ჯესს“ შორის. მემორანდუმის ფარგლებში ესპანური კულტურისა და განათლების ცენტრი „იბერია“ კოორდინაციას გაუწევს სკოლაში ესპანური ენის სწავლებას წინასწარ შემუშავებული და სკოლასთან შეთანხმებული სილაბუსის მიხედვით.

ასევე, “იბერია” მხარს დაუჭერს:

  • ესპანეთის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში ენის კურსებზე გამგზავრებას;
  • სკოლის კურსდამთავრებულებისა და უფროსკლასელებისთვის, ესპანურ სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ესპანეთის უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების სწავლას;
  • ️ ესპანეთში მოკლევადიანი ტურების მოწყობას ესპანური კულტურის გაცნობის მიზნით.
  •  სკოლისთვის ესპანელი მასწავლებლების მოძიებას;
  • ️ჩვენი სკოლის ესპანური ენის მასწავლებლებთან თანამშრომლობას ტრენინგებითა და პერიოდული კონსულტაციებით;
  • ️ესპანეთის შესაბამის ორგანიზაციებში სტაჟირებას.

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში