15 ნოემბერი, 2022 17:04
გიმნაზიამ „აია-ჯესს“ ევროპის რჩეულ 50 სკოლასთან ერთად OPEC-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსმა“ ევროპის 50 რჩეულ სკოლასთან ერთად, საქართველოს სახელით, მონაწილეობა მიიღო ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამაში – OCEP.
პროექტის მთავარ მიზანს ურთიერთკომუნიკაციის საფუძველზე: გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურისა და სპორტის სფეროების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.
აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა, საქართველოს შესახებ მოამზადეს პრეზენტაცია. „აია-ჯესსმა“კი, აზერბაიჯანის კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები წარადგინა.
გიმნაზიის მოსწავლეების პრეზენტაციის უნარმა, მონდომებამ და შესრულების ხარისხმა, დიდი მოწონება დაიმსახურა, შესაბამისად, პარტნიორ სკოლასთან ერთად დაიგეგმა სამომავლო გაცვლითი პროგრამები თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS