გიმნაზია AIA-GESS-ის „ბედნიერების საელჩო“ რეგიონის სკოლებს სტუმრობს
ბედნიერებისა და მშვიდობის იდეამ “ბედნიერების საელჩო” დმანისისა და გორის სკოლებამდე მიიყვანა.
დმანისის მუნიციპალიტეტში ბარბარე კბილაშვილმა და სალომე გელაშვილმა მოსწავლეებს “ბედნიერების საელჩოს” ინიციატივის მიზნები და ღირებულებები გააცნეს.
განსაკუთრებული ენერგია შეიტანა კაჰუტ-ვიქტორინამ და ბატონ არსენ გვენეტაძის მასტერკლასმა, რომელმაც მარტივად და ხალისიანად გვიჩვენა, როგორ შეიძლება ბედნიერების იდეის გაცოცხლება.
გორის ამერიკულ სკოლაში ნანიკო ებანოიძემ, ბარბარე კბილაშვილმა, გიორგი ტატალაშვილმა და ანნა შევერდაშვილმა ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრეს კეთილდღეობაზე, ემოციურ ინტელექტსა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ინიციატივა მიზნად ისახავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათში შინაგანი ძალების გააქტიურების მიზნით.
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მეგობრებს დმანისსა და გორში.
განსაკუთრებული მადლობა, ნათია ნარსავიძესა და ნატალია ბერკაცაშვილს მასპინძლობისთვის..
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS