27 აპრილი, 2017 17:42
გიმნაზია აია-GESS-ის მეათეკლასელებმა „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ ჩამოაყალიბეს
გიმნაზია აია-GESS-ის მეათეკლასელებმა ჩამოაყალიბეს „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.
საქართველოში მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ფლობს ინგლისურს სამეცნიერო ენის დონეზე, შესაბამისად ისინი ვერ ახერხებენ სხვადასხვა ინოვაციასა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღებას ენობრივი ბარიერის გამო. ასე რომ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა გადაწყვიტა, დაიწყოს მუშაობა ისეთ პროექტზე, რომელიც მისცემს ყველა ბავშვს იმის საშუალებას რომ, მათ მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი, რომელსაც წარმოადგენს ტექნოპარკი და ფაბლაბი, და დაებადოთ მეტი ინოვაციური იდეა.
24 აპრილს 14:00-ზე ტექნოპარკში გაიმართა კლუბის პროექტის “აღმოაჩინე ქართულად” პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე განხილული იყო:
- პროექტის მიზანი – ინოვაციურობა
- სამიზნე ჯგუფები და გლობალური შედეგები
- გათვლადი ეფექტები და გრძელვადიანი შედეგები
- სამიზნე ჯგუფების, კლუბის წევრების და პოტენციური
- ინვესტორების დაინტერესების და ბენეფიტების განხილვა
- კლუბში გაერთიანების გზები და მოთხოვნილებები
- მომუშავე გუნდის სტრუქტურა დაგეგმილი ღონისძიებები
- ანგარიში უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



