19 მარტი, 2025 18:00
გიმნაზია AIA-GESS-ის მეორეკლასელებმა ჩრდილების თეატრის კომპლექსური დავალება შეასრულეს
გიმნაზია AIA-GESS-ის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებელ ეკატერინე ფიფიასთან ერთად ჩრდილების თეატრის კომპლექსური დავალება შეასრულეს.
დავალების პროცესში მათ: გაიგეს, რით განსხვავდება ჩრდილების თეატრი ნამდვილი თეატრისგან; ჩამოწერეს და გააცოცხლეს პერსონაჟები; გადაინაწილეს როლები და შეისწავლეს ტექსტი; ხელოვნების მასწავლებელ თამარ ხარებავასთან ერთად შექმნეს პერსონაჟების ფიგურები; დახატეს, ამოჭრეს და ჯოხზე დაამაგრეს; ააწყვეს ჩარჩო (თეჯირი) და წარმოადგინეს სპექტაკლი.
იხილეთ ვიდეო
ჩრდილების თეატრმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინათ თეატრალური ხელოვნების სპეციფიკა, ემუშავათ გუნდურად და განევითარებინათ შემოქმედებითი უნარები.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS