გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ამერიკაში IEARN-ის 30-ე საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ
გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ამერიკაში IEARN-ის 30-ე საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტზე იმყოფებოდნენ.
“7 -16 ივლისი. ამერიკა, ვინჩესტერი, ვირჯინიის შტატი – IEARN-ის 30-ე საერთაშორისო კონფერენციასა და საერთაშორისო ახალგაზრდულ სამიტზე აიაჯესს-ის 16-კაციანი დელეგაცია ღირსეულად წარსდგა. მრავალმსმენელიანი საინტერესო 7 ვორქშოფი, სულისშემძვრელი ქართული ცეკვების ულამაზესი კოლაჟი, უამრავი მადლობა და სიამაყის გრძნობა- ჩვენი დელეგაციის მაღალაკადემიური დონის გამო”, – აღნიშნეს გიმნაზია აია-GESS-ის ადმინისტრაციაში.
წარმატებული გამოსვლით, კარგი ინგლისურით, კომუნიკაციის უნარით ახალგაზრდული სამიტის 53 ქვეყნის დელეგატებს შორის საოცარი პოპულარობით სარგებლობდა გიმნაზია აია-GESS-ის გუნდი.
დელეგაციის ხელმძღვანელები: ნონა ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე, მაკრინე ბაბლუანი და თამარ ლოლიშვილი.
დელეგაციის წევრები: გიორგი ეკალაძე, გიორგი კახურაშვილი, მამუკა წივილაძე, ანანო რობაქიძე, მარიამ მაღრაძე, თორნიკე ჩუბინიძე, ერეკლე ჩუბინიძე, ანა ზაქარაძე, თამარ ბერიძე, ანი მეტრეველი, თეკლა ლეჟავა და საბა დევიძე.
-
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS







