გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ევროპული STEM ლიგის ფინალში
გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ევროპული STEM ლიგის ფინალში მიიწვიეს, რომელიც გაიმართა გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში 20-21 ოქტომბერს. ფინალში მონაწილეობდა გუნდები 8 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილი გუნდი შედგებოდა აია-GESS-ის IX-X კლასის მოსწავლეებისაგან.
კონკურსის მონაწილეები: ანა ბეჭვაია, სალომე ბოლქვაძე, თორნიკე გურჩიანი, ჯული მუხაძე, მარიამ გამრეკელაშვილი.
ხელმძღვანელები: პავლე რუხაია და ნინო აბესაძე.
კონკურსის გამარჯვებულები სრულად დააფინანსეს ორგანიზატორებმა. ამ კონკურსში გამარჯვება მოწმობს რამდენად კარგადაა განვითარებული სკოლაში STEM მიმართულებები. კიდევ ერთხელ აღინიშნა აია-GESS-ის მოსწავლეების მომზადების დონე და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.
ეს წარმატება ლოგიკური შედეგია იმ ყოველდღიური შრომისა, რაც გიმნაზიაში მიმდინარეობს.
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მათგანს ამ წარმატებისთვის.
-
საახალწლო ღონისძიება AIA-GESS-ში – პირველკლასელებმა მაყურებელს მიუზიკლი „საახალწლო მეჯლისი“ წარუდგინეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
„გახდი სანტა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლე ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



