AIA GESS-ის მოსწავლეები გერმანიაში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ პროექტში მონაწილეობდნენ
გიმნაზია AIA GESS-ის მოსწავლეები – ნინია მიქაუტაძე, ირინა თოფურია, ელენე ჩაკვეტაძე, ანა გვაზავა და ალექსანდრე ლიპარტელიანი გერმანიაში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ პროექტში მონაწილეობდნენ.
გიმნაზიის მიერ 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტი მოიცავდა სამ საინტერესო ვორქშოფს: ფოტოგრაფიის, კულინარიისა და ტექსტილის მიმართულებით.
ნინია მიქაუტაძე ჩართული იყო კულინარიის ვორქშოფში, სადაც მონაწილეები როგორც ქართულ, ისე გერმანულ კერძებს ამზადებდნენ. დანარჩენმა მოსწავლეებმა ტექსტილის ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა – გაეცნენ ხელოვნების ისტორიას და ტექსტილზე მუშაობის ტექნიკა პრაქტიკულად ისწავლეს.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს ქალაქები Leipzig და Chemnitz, დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები და გერმანულ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნენ.
პროექტის დასასრულს გაიმართა კულტურული საღამო, სადაც მოსწავლეებმა ქართული ტრადიციები, ხალხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
გიმნაზია AIA-GESS-ში ღონისძიება – „ესპანური დღეები“ გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS