გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას
გიმნაზია აია-gess-ის მოსწავლეები – ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში საერთო ინტერესმა გააერთიანა. გოგონები ლაბორატორიული ცდების ჩატარებით არიან გატაცებულები, მათი აზრით, სწორედ პრაქტიკული მეცნიერებაა სწავლების მომავალი და გადაწყვიტეს ლაბორატორიული ცდები ყველასთვის ხელმისაწვოდმი გაეხადათ.
გოგონებმა სამი რობოტი შექმნეს, რომელიც დისტანციურად იმართება და მათი დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ. მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და ის ხმოვანი ბრძანებებითაც იმართება.
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტით „რობოტი ლაბორანტი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში (MIA-ში) მიიღეს მონაწილეობა და კონკურსის გამარჯვებულების ტიტული მოიპოვეს.
„გამარჯვების შემდეგ იმედი მოგვეცა, რომ ჩვენი გამოგონება დაინერგება, ჩვენი ლაბორატორიით სარგებლობას ბევრი მოსწავლე შეძლებს და მეცნიერება უფრო ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახდება”, – ანი თეთრაშვილი.
გამარჯვებულები ზაფხულში აშშ–ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.
“ბევრის ოცნება ავისრულეთ, დიდი პასუხისმგებლობაა. უფრო მეტი სტიმული მოგვეცა და მზად ვართ, სხვა გამოგონებებსა და პროექტებზე დავიწყო მუშაობა, რომ მოსწავლეებისთვს სწავლის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ”, – აღნიშნავს თამარ მიქელაძე.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS