გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ყოველწლიური სასწავლო პროგრამით ლონდონში იმყოფებოდნენ
გიმნაზია აია–GESS მოსწავლეები დეკემბრის თვეში ყოველწლიური სასწავლო პროგრამით ლონდონში იმყოფებოდნენ. გიმნაზიას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სასწავლო ცენტრთან “SGI”.
პროგრამაში მონაწილეობდნენ: თეონა ხელაძე, დავით შავდათუაშვილი, ელენე ბახუტაშვილი, თამაზ ჩხენკელი, გიორგი ეკალაძე, ანი მეტრეველი, გიორგი კახურაშვილი, დავით გობეჯიშვილი, თორნიკე ჩუბინიძე, ერეკლე ჩუბინიძე, ირაკლი ჭურჭელაური და ლუკა ადუაშვილი. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ გიმნაზიის დამფუძნებლები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე და პროექტის მენეჯერი მაკრინე ბაბლუანი.
პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 და C1 დონის სერტიფიკატები.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო შემეცნებითი ექსკურსიები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლონდონის ღირშესანიშნაობები და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS

