გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები Francis W. Parker Charter Essential School-ს (მასაჩუსეტსი, აშშ) სტუმრობდნენ, სადაც მათ ამერიკულმა ოჯახებმა უმასპინძლეს და მისცეს შესაძლებლობა, საგანმანათლებლო და კულტურული გარემო ახლოდან გაეცნოთ.
გიმნაზიის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსწავლეები დილიდანვე მასპინძელ ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, აქტიურად იყვნენ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა აქტივობაშიც მონაწილეობდნენ.
სკოლის ორგანიზებით, აია-ჯესსელები ეწვივნენ კონკორდს – ამერიკის რევოლუციის ერთ-ერთ ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილს და მუზეუმებს, სადაც ისტორიის მასწავლებელი შესანიშნავი გიდი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს ჰარვარდის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) – სივრცეები, სადაც იდეები რეალობად იქცევა.
„განსაკუთრებული მადლობა მასპინძელი სკოლის აღმასრულებელ დირექტორს, ბრაიან ჰარიგანს, რომლის მხარდაჭერითაც შედგა ემოციებით დატვირთული ეს საგანმანათლებლო პროექტი.
მეგობარ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ ნონა ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე, თამარ ლოლიშვილი და მიეცათ გამოცდილებისა და პროფესიული პრაქტიკის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობა“, – აცხადებენ გიმნაზია AIA-GESS-ში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS