გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეების ნამუშევრებმა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ საპრიზო ადგილი დაიკავა
გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალურ ეტაპზე მესამე ადგილი აიღო. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 5 პროექტი.
საპრიზო ადგილი წილად ხვდა შორენა გუჯაბიძეს, დეა ილარიონოვასა და მარინა გუჯაბიძეს (პროექტის სახელწოდება – „უჩინარის მაჩინარი“ – მოზაიკური ეკრანი „შლიერენის“ გამოსავლენად), რომლებიც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე – Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
რა შექმნა AIA-GESS-ის მოსწავლემ – სამაჯური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, სანდო პირს ან 112-ს უკავშირდება by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის საზაფხულო სკოლა დასრულდა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



