გიმნაზია აია GESS-ის მოსწავლეების პროექტები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გავიდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ, მეორე ეტაპზე გასული ოცი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია თორმეტი გუნდი. ნახევარფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და ინოვაციური პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:
- აკუსტიკური სიგნალების სპექტრული ანალიზატორის ნეირონული ქსელი | 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
- კრიპტო გასაღების კვანტური განაწილება | ევროპილი სკოლა, თბილისი
- Meditap Wristband | სკოლა „პროგრესი“, ბათუმი
- მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით | მეორე საჯარო სკოლა, ვანი
- მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი | ტექნიკური შემოქმედების
- გიმნაზია, მე-12 საჯარო სკოლა | ხონი, ქუთაისი
- მიწისძვრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი |
- სკოლა „აია-ჯესს“, თბილისი
- რობოტი ლაბორანტი | სკოლა „აია-ჯესს“, მწვანე სკოლა, თბილისი
- სასწავლო მულტიმეტრი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
- უნივერსალური შუქნიშანი | სკოლა „აია-ჯესს“, თბილისი
- ქარის ტურბინები ქართული ფრთებით | ევროპული სკოლა, თელავი
- ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატის
- ტექნოლოგია | ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, სოფ.პატარძეული
- წყლის ფარი | სკოლა „აია-ჯესს“, თბილისი
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ექსპერტთა კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში.