გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ევროპის მეცნიერთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის მეცნიერთა კონფერენციაში (Euromath & Euroscience), რომელიც თესალონიკში გაიმართა.
მათ ინოვაციური პროექტები წარადგინეს, საერთაშორისო აუდიტორიისგან პოზიტიური შეფასებები მიიღეს და მოიპოვეს მესამე საპრიზო ადგილი.
პირველი პროექტის ფარგლებში შეიქმნა მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული აკნეს საწინააღმდეგო სახის კრემი. თანასწორობის ხელშესაწყობად, მოსწავლეებმა შეისწავლეს ამერიკული ჟესტური ენა (ASL) და პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ვიდეო ჟესტური ენით ჩაწერეს.
მეორე პროექტი ტარტრატების ფორმირების და მოპოვების ოპტიმალური პირობების განსაზღვრას ეხებოდა. მის ფარგლებში გუნდმა ღვინის ქვებისგან შექმნა უნიკალური სამკაულები, რომლებმაც ჟიურის განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სამეცნიერო აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებმა მოინახულეს მეტეორას მონასტრები და ადგილობრივი კულტურაც გაიცნეს.
სკოლა მადლობას უხდის პროექტების ხელმძღვანელს – რუსუდან ჯაფარიძეს და ჩვენს მოსწავლეებს: ანანო შევერდაშვილს, ნენე ზუბაშვილს, მარიამ ჩუბინიძეს, ლილიანა ფინდიშვილსა და ანასტასია ბოლქვაძეს ჩვენი ქვეყნისა და სკოლის ღირსეულად წარდგენისთვის.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS