კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ყველა საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებში კვლავ გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები არიან
11 ნოემბერს, 18:00 საათზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის ”კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით.
კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ.
კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
გამარჯვებული აია-GESS-ელების მენტორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: დავით სონღულაშვილი და თეიმურაზ ჩიჩუა.
I ადგილის და 5000 ლარის მფლობელი პროექტის თანავტორია ნია ნორაკიძე
- პროექტი: „რიგის კონტროლის სისტემა”
II ადგილის და 3000 ლარის მფლობელი პროექტის თანაავტორი – როსტომ ნიორაძე
- პროექტი: „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“
III ადგილის და 2000 ლარის მფლობელი პროექტის თანაავტორი – გეგა შავდათუაშვილი
- პროექტი: „დისტანციური დიაგნოსტიკა“
ასევე, თიბისი ბანკისგან, რომელიც კონკურსის ოფიციალური პარტნიორია 5 წლის მანძილზე, პირველი ადგილის მფლობელები დააჯილდოვა სპეციალური სტიპენდიით.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



