GE
22 ნოემბერი, 2016 10:05

გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა კონკურსში „ლეონარდო და ვინჩი“ გრანპრი და მეორე ადგილი აიღეს

გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალურ ეტაპზე გრანპრი და მეორე ადგილი აიღო. გრანპრი – გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე. II ადგილი – ბექა მიქაძე. ფინალში სკოლიდან მონაწილეობდა 4 პროექტი. ენერგო ეფექტურობის ცენტრმა – საქართველომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ნათია მეტონიძე, ნათია დათუნაშვილი და თეიმურაზ სიმონიშვილი.

კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა.

კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან. გამარჯვებული  პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. პიტსბურგში გამგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში – Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS