GE
28 თებერვალი, 2018 17:54

გიმნაზია აია GESS-ის მოსწავლეებმა მშვიდობის საგანმანათლებლო ბანაკში მონაწილეობა მიიღეს

კორეის HWPL Peace Academy-ისა და AIA-GESS-ის მოსწავლეების მიერ ჩატარებულმა ვიდეო გაკვეთილებმა განვითარება ერთობლივ პროექტში ჰპოვა – გაცვლითი ბანაკი სახელწოდებით: Peace Values Education Camp, რომელიც 2018 წლის 7-15 თებერვალს ქალაქ სეულში განხორციელდა. გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეება უამრავი მეგობარი შეიძინეს, გაეცნენ კორეის კულტურასა და ღირსშესანიშნაობებს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა კორეის მშვიდობის მუზეუმმა და მეფეთა სასახლემ. აქ ერთად არის თავმოყრილი უნიკალური კულტურული სანახაობები და მუზეუმები, მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო ცენტრები.

“აღსანიშნავია, კორეელი ხალხის თბილი, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ბანაკი ორიენტირებული იყო მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, აზრთა გაზიარების, პატივისცემის, კულტურული მრავალფეროვნების გაცნობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე”, – გვითხრეს სკოლაში.

დელეგაციის წევრები: რუსუდან ბოლქვაძე, თამარ ლოლიშვილი, დარეჯან ლორთქიფანიძე, მარიამ მაღრაძე, თათია მოწონელიძე, ნანა კამლაძე, მარიამ ლომაურიძე, სოფიო ვადაჭკორია, გიორგი კახურაშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS