გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა ვერცხლისწყლის თემაზე ესეების კონკურსში გაიმარჯვეს
გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეებმა: ანა ბეჭვაიამ, თორნიკე გურჩიანმა და გიორგი გოგატიშვილმა გაიმარჯვეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით მოსწავლეებისთვის ვერცხლისწყლის თემაზე ესეების კონკურსში. კონკურსის გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები გადაეცა.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით 2016 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ია პაპიაშვილი, პროექტის „მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ ეროვნული დირექტორი, ირმა გურგულიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ივანე წიკლაური.
გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით პროექტის – ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ – ფარგლებში მიმდინარეობს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



