გიმნაზია AIA-GESS-მა მოზარდთა მშვიდობის მსოფლიო სამიტს უმასპინძლა
2020 წლის 13-14 ივნისს გიმნაზია AIA-GESS-ის და გლობალური მშვიდობის ინსტიტუტის (GPI) ორგანიზებით ჩატარდა მოზარდთა მშვიდობის მსოფლიო სამიტი.
საქართველოს წარმომადგენლობა: რუსუდან ბოლქვაძე – დამკვირვებელი, თამარ ლოლიშვილი – მომხსენებელი, ექსპერტი და პავლე თვალიაშვილი – ჟიურის წევრი.
მოსწავლეები: ნია ნორაკიძე, მარიამ შევერდაშვილი, მარიამ მესხი, მარიამ მაღრაძე, ბარბარე, კობახიძე, მარიამ წივილაძე, ქეთი ზაქრაძე, დაჩი ტაბატაძე, ვიქტორია არაკელიანი, ნინო ხვედიანელი, ლუკა უგრელიძე და ნათია გოცაძე.
თითოეულ დღეს გამოვლინდა 5 საუკეთესო პრეზენტატორი და ორი დღის საუკეთესო რაუმდერი.
პანელური დისკუსიების შემდეგ დასახელდა ახალგაზრდა ელჩები. მათ შორისაა მოსწავლეები საქართველოდან:
- ნია ნორაკიძე
- მარიამ შევერდაშვილი
- დაჩი ტაბატაძე
- ნათია გოცაძე
- ვიქტორია არაკელიან
- მარიამ მაღრაძე
სამიტი მიზნად ისახავდა ცხოვრებისეულ უნარებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული სწავლებისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას, რომელიც მოითხოვს მაღალ EQ & IQ უნარებს და ხელს შეუწყობს მშვიდობის მდგრადობას.
მშვიდობის მსოფლიო სამიტის მიზანი იყო მოზარდებისთვის უსაფრთხო ადგილის შექმნა, სადაც ისინი განიხილავდნენ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. ვირტუალური სამიტისთვის შერჩეული იქნა 32 მომხსენებელი და 68 მსმენელი. მონაწილეობდნენ მოსწავლეები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით, გამარჯვებული თემები შეარჩია შემდეგი კრიტერიუმებით:
- თემის ორიგინალობა
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
- პრეზენტაბელურობა (ინტონაცია, ემოცია)
- ვიზუალური მასალის და IT ტექნოლოგიების გამოყენება
- თემის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (4,5,16)