GE
9 აპრილი, 2026 10:55

გიმნაზია AIA-GESS ნიუ-იორკში გამართული GCMUN 2026-ის გამარჯვებულია

სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS GCMUN 2026-ის (Global Citizens Model United Nations) გამარჯვებული გახდა.

გიმნაზიის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 18-23 მარტს, ნიუ-იორკში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, AIA-GESS-ის დელეგაცია „საუკეთესო დელეგაციის” (Best Delegation) ტიტულით დაჯილდოვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ლილიანა ფინდიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ნინი ოქრაძე, ირაკლი ცაგარეიშვილი, გეგი მეტრეველი, სალომე ირემაძე, ნიკოლოზ მახათაძე, დაჩი უმიკაშვილი, თეკლა მესხი, ალექსანდრე კარანაძე.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ საუკეთესო მოდებატეების ტიტულიც სწორედ AIA-GESS-ის მოსწავლეებმა – ნიკოლოზ მახათაძემ, გიორგი ჩიკვილაძემ, ნინი ოქრაძემ, ირაკლი ცაგარეიშვილმა და გეგი მეტრეველმა მოიპოვეს.

„AIA-GESS უღრმეს მადლობას უხდის Georgia in the UN-ს და გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ ცოტნე ზურაბიანს, გულთბილი, ემოციური და დასამახსოვრებელი მიღებისთვის. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ დიდ წარმატებას! მადლობა AIA-GESS Debate Club-ს და ნათია კახნიაშვილს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის. AIA-GESS – წარმატება ტრადიციაა“, – აცხადებენ გიმნაზიაში.

სკოლის სხვა ამბები

სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS