გიმნაზია AIA-GESS-ში IGE სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა
4 თებერვალს, სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში გაიმართა IGE სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეები და საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოხალისეები დაჯილდოვდნენ.
გიმნაზიის მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა AIA-GESS-ის დირექტორი, ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძე. ღონისძიებას ასევე დაესწრო UCMAS-ის ეროვნული ფრენჩაიზის მფლობელი, ქალბატონი საჰარ ჰარბი, რომლის ხელმძღვანელობითაც, საქართველომ, 2025 წლის 6–7 დეკემბერს, საერთაშორისო კონკურსსა და მსოფლიო თასს უმასპინძლა.
აღნიშნულმა საერთაშორისო ღონისძიებამ გააერთიანა, დაახლოებით, 1,500 მოსწავლე 84-ზე მეტი ქვეყნიდან და 4,000-ზე მეტი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მასშტაბსა და მნიშვნელობას.
„AIA-GESS-იდან გვყავს ერთი მეორე ადგილის მფლობელი – გეგა ოსეფაშვილი და ხუთი მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლე – ნია ოსეფაშვილი, დაჩი მატკავა, ნიკოლოზ ხუციშვილი, ნინა ჩანადირი და ნისიმე გაგნიძე.
ყველა მონაწილე მოსწავლე შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით დაჯილდოვდა, რაც მათი შრომისა და მიღწევების მნიშვნელოვანი აღიარებაა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის“, – აცხადებენ AIA-GESS-ში.
UCMAS + აზროვნების განვითარება (ლოგიკა & მათემატიკა) – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS