გიმნაზია აია–GESS-ის მოსწავლეებმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს
გიმნაზია აია–GESS-ის მოსწავლეებმა: არჩილ მელიქიძემ, ანა სეფიაშვილმა, გიორგი გოგატიშვილმა და მარიამ ბარიაშვილმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს 8 რეგიონიდან 36 მოსწავლე მონაწილეობდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველთ რეგისტრაცია აპრილში დაიწყო. პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მათემატიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგისტრირებული მოსწავლეებიდან საუკეთესო შედეგის მქონე 36 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ.
ისინი 30 ივნისის ჩათვლით ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.
საზაფხულო სკოლა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის პროექტია, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების IX, X და XI კლასელები მონაწილეობენ. სასწავლო პროგრმა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი;
- საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
- საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები;
- განათლების მნიშვნელობა და როლი;
- მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დასასრულს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
საზაფხულო სკოლიდან მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS