გიმნაზია აია–GESS-ისა და ინგლისის პირველი ქართული სკოლის ერთობლივი საშობაო საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა
გიმნაზია აია–ჯესსა და „გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის“ (ინგლისი) – ერთობლივი საშობაო საქველმოქმედო პროექტი, რომლის სამიზნე ჯგუფად შეირჩა, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები. ტრადიციად დამკვიდრებული საქველმოქმედო აქტივობა დაიწყო ლონდონში, სადაც ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლებს, გიმნაზიის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
შემდეგი ეტაპი ითვალისწინებდა საქართველოს რეგიონებში ბენეფიციართა მონახულებას და მათთვის აუცილებელი დახმარების გაწევას (საკვები, თბილი სამოსი, ფულადი დახმარება, მედიკამენტები).
“29 დეკემბერს პროექტის ფარგლებში ჩვენმა მოსწავლეებმა ქ.თბილისის სოციალური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მოინახულეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ათი ოჯახი და გადასცეს საშობაო ნობათი.
„გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის“ დამფუძნებელი ქ-ნ ლია ჯიქია-გოგრიჭიანი და ლონდონის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ქ-ნ ცირა კემულარია – მადლობას უხდის გიმნაზია აია-ჯესსის მოსწავლეებს, მათ ოჯახებს და გიმნაზიის დირექციას გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის, უდიდესი სითბოთი ულოცავს მათ დამდეგ შობა-ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმიანობის წამომწყებად და მონაწილეებად იხილავს აია-ჯესსელებს, რომლებმაც თავისი საქმით ეს უკვე დაამტკიცეს”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სკოლების ამბები
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS



