გიმნაზია აია–GESS-სა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
10 მარტს SDSU საქართველოსა და სერვანტესის გიმანზიას (AIA GESS) შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
ხელმოწერას სკოლის მე-11 და მე-12 კლასების ის მოსწავლეები დაესწრნენ, ვინც STEM დარგებით არიან დაინტერესებული. მათ შორის რამდენიმეს უკვე სერიოზული წარმატებაც აქვს: ჯგუფი “სოლარი”, რომელმაც ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში პირველი ადგილი აიღო, სულ მალე ფლორიდაში ნასას კენედის ცენტრში მიემგზავრება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ საქართველოში ბატონმა ჰალილ გუვენმა და სერვანტესის გიმნაზიის დირექტორმა ქალბატონმა რუსუდან ბოლქვაძემ. მემორანდუმზე ხელმოწერა ასევე დააფიქსირეს მოსწავლეებმა.
მემორანდუმის ფარგლებში, სკოლაში გაიხსნება STEM კლუბი, ხოლო გიმნაზიის მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შემეცნებითი ვიზიტებით ეწვიონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსს კალიფორნიაში.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS







