გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეები Intel-ISEF-ის კონკურსში საქართველოს წარგზავნილები არიან
გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეების ნამუშევრებმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალურ ეტაპზე გრანპრი მოიპოვეს და საქართველოს სახელით 2017 წლის 13 მაისს წარგზავნილნი იყვნენ ქალაქ ლოს-ანჟელესში, (კალიფორნია, აშშ) Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ფინალში მოსწავლეებმა წარადგინეს შემდეგი პროექტები: ვახტანგ კონტრიძემ და გიორგი ნიორაძემ „მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“, ხოლო ბექა მიქაძემ „მზის პანელის სინათლის რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია“. ნამუშევრებმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
13 მაისიდან 19 მაისამდე მოსწავლეებმა მოინახულეს ლოს ანჟელესის ღირშესანიშნაობები და შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ საქართველოს.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS





