გიმნაზია აია–GESS–ის სამი მოსწავლე Intel ISEF 2016-ის მსოფლიო ფინალში ჟიურის სიმპათია გახდა
გიმნაზია აია–GESS–ის მოსწავლეებმა 2016 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით სამი სხვადასხვა პროექტით სამჯერ იმოგზაურეს ამერიკაში – გაეროს მოდელირების პროექტი-ნიუ-იორკი, ინოვაციების სამიტი-ნასა-ფლორიდა და intel ISEF 2016 – ფენიქსი – არიზონა.
2016 წლის 7-14 მაისს ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. ისინი მონაწილეობდნენ Intel ISEF 2016-ის მსოფლიო ფინალში.
intel ISEF ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა პროექტების უმსხვილესი საერთაშორისო კონკურსია, რომლის პირველადი შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა.
INTEL ISEF 2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 75 ქვეყნის 1800-მდე მეცნიერ-გამომგონებელმა, 800 განსხვავებული პროექტით. ამ 800 პროექტიდან ორი პროექტი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნის. ბექა მიქაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი ნიორაძე, გიორგი შელეგია და ამირან აფციაური INTEL ISEF 2016-ის მონაწილეები არიან. 1800 კონკურსანტს შორის 15 გამომგონებელი ჟიურის სიმპათია გახდა, მათგან სამი – ჩვენი სკოლის მოსწავლეა. ეს ყველა პრიზზე დიდი აღიარება იყო ახალგაზრდა მეცნიერთათვის.