GE
7 ნოემბერი, 2023 10:58

გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ევროპის ყველაზე მასშტაბური კონკურსის საგზური მოიპოვეს

გიმნაზია „აია-ჯესსის“ მოსწავლეები: ანასტასია ბოლქვაძე, ნინია მიქაუტაძე, ნია მაჭარაშვილი და ანდრია ქელეხსაევი ბელგიაში, ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ ახალგაზრდა მეცნიერთა ევროკონგრეს -კონკურსიდან ახალი გამოცდილებებითა და დადებითი ემოციებით სავსე დაბრუნდნენ.

გიმნაზია  „აია-ჯესსის“ მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა EUCYS ნაციონალური შესარჩევი კონკურსი წარმატებით გადალახეს და ევროპის ყველაზე მასშტაბური კონკურსის საგზური მოიპოვეს, სადაც ყოველწლიურად თავს იყრიან ახალგაზრდა ტალანტები მთელი მსოფლიოდან.

ანასტასიამ, ნინიამ, ანდრიამ და ნიამ გუნდებთან ერთად წარადგინეს შემდეგი პროექტები:

1. „ვებსაიტების უსაფრთხოების სისტემა მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.“

2. „სივრცული დეფორმაციების მონიტორინგის კონცეპტუალური მოდელი, მიწიერი და კოსმოსური გამოყენებისთვის.“

3. „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტორული ტელესკოპი.“

ანასტასია ბოლქვაძის პროექტმა სპეციალური პრიზი „Euro Fusion” მოიგო და მეწყვილესთან ერთად, აპრილში გერმანიაში Max Planck Institute-ში გაემგზავრება

სკოლის სხვა ამბები

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში