29 მაისი, 2023 09:54
გიმნაზიაში „აია-ჯესს” ენერგიის დაზოგვის ევროპულ პრაქტიკას გაეცნენ
გიმნაზია „აია-ჯესსის” ეკო – კლუბის “მწვანე სივრცის” წევრები, მენტორების – პავლე რუხაიას, დარეჯან ლორთქიფანიძისა და თინათინ ლაღიძის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში ჩაერთნენ.
“გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” 4 თვიანი კამპანიაა, რომელიც ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში ეხმარებათ.
პროექტის ფარგლებში, „აია-ჯესს” წარმატებული კურსდამთავრებული, ბიზნესმენი და კომპანია EnergoSun Georgia -ს დამფუძნებელი მარიამ მაღრაძე ესტუმრა.
შეხვედრის თემა გახლდათ მზე, როგორც ალტერნატიული ენერგიის წყარო, მზის პანელები და ამოუწურავი რესურსების უპირატესობები.
კლუბის წევრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ენახათ მზის პანელი და შეესწავლათ მისი მონტაჟის ძირითადი პრინციპები.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IELO 2026) წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის გუნდმა GreenPay ბრიტანულ უნივერსიტეტში გამართულ Shark Tank-ის კონკურსში გაიმარჯვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS