2 ივნისი, 2023 12:53
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ესტონეთის საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლეს
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ესტონეთის საგანმანათლებლო დაწესებულების Peetri Kool- ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ესტონელი პარტნიორების სტუმრობა წელს, სკოლაში გამორთულ ყოველწლიურ საგაზაფხულო ყვავილების ფესტივალს დაემთხვა.
საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის კლუბებმა, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო აქტივობები შესთავაზეს სტუმრებს.
ასევე, სტუმრებს გააცნეს სასკოლო კლუბები და ადგილობრივი და საერთაშორისო სასწავლო პროგრამები.
ესტონელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მოსწონთ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება. ამის გათვალისწინებით, 17 და 18 მაისს სკოლის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ: პრომეთეს მღვიმეს, ნოქალაქევს, მარტვილის კანიონს, სალხინოსა და ზუგდიდის დადიანების სასახლეს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS