გიმნაზიაში „აია-ჯესს“ გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა
გიმნაზია „აია-ჯესსში“ 11 ოქტომბერს, გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ღონისძიებას ორგანიზებას მე-9 და მე-10 კლასელები უწევდნენ.
კრიტიკული აზროვნების გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს საგამოფენო სივრცეები, დაგეგმეს გოგონების დღის გარშემო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, გამართეს პანელური დისკუსიები, ჩაწერეს ინტერვიუები, მოხატეს კედლები, მოამზადეს პრეზენტაციები, ისაუბრეს სტერეოტიპებზე, გამოავლინეს ტალანტები, დადეს ფიცი და თანატოლები ხელნაკეთი ნივთებითაც დაასაჩუქრეს.
შემოგვთავაზეს მარინა აბრამოვიჩის ცნობილი და ემოციური პერფორმანსის Rhythm 0 – ის ანალოგი. გამოძერწეს გოგონას ფიგურა ინდივიდსა და საზოგადოებას შორის საზღვრების შესამოწმებლად.
ღონისძიების დასასრულს, ჟიურის დახმარებით, აქტივობები შეაფასეს ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: კრეატიულობა, ინფორმაციულობა, ინტერაქციულობა და ა.შ.
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ში გაეროს დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS