22 ოქტომბერი, 2024 15:43
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ გოგონათა საერთაშორისო დღე ღონისძიება-პერფორმანსით აღინიშნა
გიმნაზია „აია-ჯესს“ ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება გოგონათა საერთაშორისო დღეს.
“ყველა გოგო მნიშვნელოვანია” – ამ სახელწოდებით წარმოადგინეს წლევანდელი ღონისძიება-პერფორმანსი მეცხრე კლასის მოსწავლეებმა და ოთხი განსაკუთრებული ქალის ისტორია გააცოცხლეს სცენაზე.
ანე ფრანკი 13 წლის გოგონა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. კატო მიქელაძე გაზეთის ” ხმა ქართველი ქალისა” დამაარსებელია. მარო მაყაშვილი, 19 წლის გოგონა და საქართველოს ეროვნული გმირი გახლავთ. ნატო ვაჩნაძე – პირველი ქართველი კინოვარსკვლავი ქალი.
სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: ნინია ჯაოშვილს და ლელა არაბიძეს
-
AIA-GESS-ის მოსწავლეთა გუნდმა „ტვინების ბრძოლის“ თბილისის ფინალში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლემ LingoStar-ის ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონში პირველი ადგილი მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
SAGE 2026-ის ეროვნულ ფინალში პირველი ადგილი და მსოფლიო თასის საგზური AIA-GESS-ის გუნდმა – Foggy Bag მოიპოვა by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS