გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ 23 და 24 აპრილს მოაზროვნეთა კლუბის მიერ ორგანიზებული გაზაფხულის სეზონის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში 19 გუნდი მონაწილეობდა.
მე – 2 ასაკობრივ კატეგორიაში (საბაზო საფეხური) პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა „ტვინებმა“ (VIIIგ კლასი); მეორე ადგილი – გუნდმა „კარასუნომ“ (VIIIბ კლასი) ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „სულის ჩიტი“ (VIIIდ კლასი)
მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში (საშუალო საფეხური) პირველი ადგილი გაინაწილეს გუნდებმა: „მეგატვინი“ (XIIა კლასი) და „ანუბისი“ (IXბ კლასი) მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა „Moggers“ (Xგ კლასი) მესამე ადგილი დაიკავა- გუნდმა „პროტაგონისტები“ (IXა კლასი).
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები : ანა ბარაბაძე, ანდრია ქელეხსაევი, სალომე შამანაური, მარიამ გოგილაშვილი, თორნიკე ოქრუაშვილი, სერგი ბეგიაშვილი, გიორგი რიგვავა, ანანო ჭანკვეტაძე, ლიზი დარჩია, ლიზი კოვზიაშვილი, მაქსიმე ნაავგუსტი, სოლომონ დევდარიანი.
სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის მოაზროვნეთა კლუბის პროექტების სამსახურს, სკოლის ყველა გუნდს მონაწილეობისა და საინტერესო თამაშისთვის, მომავალ თამაშებში კი ყველას წარმატებებს უსურვებს!
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS