24 ივნისი, 2024 10:02
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ მომავალ პირველკლასელებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს
ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ელიან! გიმნაზიაში „აია-ჯესს“ ყველაზე ლამაზ, ცნობისმოყვარე და მონდომებულ მომავალ პირველკლასელებს გულთბილად დახვდდნენ. სკოლამ პატარები საგულდაგულოდ მომზადებული საცეკვაო ნომრებითა და სიმღერებით გააახალისა და უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დაახვედრა, რომელსაც მათი უფროსი მეგობრები, უფროსკლასელები უძღვებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს პატარები ინგლისურენოვანი ზღაპრების სახელმძღვანელოებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც უცხო ენის სწავლის პროცესის გამარტივებისა და გახალისების მიზნით, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მანანა მაჩაიძის ხელმძღვანელობით, სპეციალურად მათთვის შექმნეს.
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS