გიმნაზიაში „აია-ჯესს“ საგნობრივ-შემეცნებით კონფერენცია ჩატარდა
გიმნაზიაში „აია-ჯესს“ გაიმართა საგნობრივ-შემეცნებით კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მე-5 და მე-6 კლასის 88 მოსწავლემ მიიღო.
ეს გამოწვევა მოსწავლეებისთვის საინტერესო, ემოციური და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა
კონფერენცია მიზნად ისახავდა: ინფორმაციის დამუშავების, კვლევის, მეტყველების, მოსმენის, შეფასებისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ მათთვის საინტერესო საკითხი ნებისმიერი საგნიდან. მასწავლებლების ხელმძღვანელობით მოამზადეს საკონფერენციო თემები და წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე.
საგნობრივ კონფერენციას ხელმძღვანელობდა სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი, ქალბატონი დარეჯან ლორთქიფანიძე.
სკოლა მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილეებს, მოწვეულ სტუმრებს და მე 10- და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეფასებაში მონაწილეობისთვის
-
AIA-GESS-ის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ს დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო საბჭოსა და საგანმანათლებლო კომპანია Pearson Edexcel-ის რეგიონული ხელმძღვანელი ეწვია by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
AIA-GESS-ის მოსწავლეებმა Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS